შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ქისტების ოჯახის წევრების მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამების ექსჰუმაციის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე თანხმობა განაცხადა.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ქისტების ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე რამდენიმე დღეა სოფელ დუისის სასაფლაოზე არიან შეკრებილები და ხელისუფლებას ცხედრებისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვამების დაკრძალავს არ აპირებენ და აქციებით იმუქრებიან.
დუისის სასაფლაოზე დაკრძალული 7 გარდაცვლილიდან 3-ის საფლავი 8 მაისს გაიხსნა.