კახა კალაძე: ეს კრიტიკა არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა

კახა კალაძე: ეს კრიტიკა არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა

დედაქალაქის მერის განცხადებით, ორი დღის წინ გახსნილი ერეკლე მეორის ძეგლის გარშემო რა განცხადებებიც კეთდება, არის არა კრიტიკა, არამედ ბოღმის ნთხევა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ადამიანები, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, სიცრუით და ცილისწამებით არიან დაკავებულნი.

ეს კრიტიკა კი არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა. გაგიჟებულები არიან, ახლადგახსნილ ძეგლს ხან რა დაუწუნეს, ხან რა. ბოლოს ის მოიფიქრეს, რომ ერეკლე მეორეს ხმალი არ უკავიაო. უბრალოდ წარმოუდგენელია. ვინც ამ ძეგლს აკრიტიკებს, ისინი დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით და ცილისწამებით. არაფერი გააჩნიათ და არიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დოი დღეს ტვ პირველმა ბოღმა ანთხია ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებელი ასე,მტერი არ იზავს ასეთს!...გასაკეთებელი კიდევ ბევრია მაგრამ,რაცაა დაინახე და აღიარე დალოცვილო!!
49 წუთის უკან