აზიის განვითარების ბანკი ბათუმი - სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმი - სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 360 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთდასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის - საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთდასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთსამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი-კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები - ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მან ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში.