გია აბაშიძე: ევროკრატიის თოჯინები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე

გია აბაშიძე: ევროკრატიის თოჯინები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე

"იმედის" ჟურნალისტები კიშინეუს აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება. არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ "სამაგალითო" და "ევროპულ" მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად ჩასული იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი, ქვეყანაში არ შეუშვეს. ამასთან, ანალიტიკოსი სანდუს და ზელენსკის "ევროკრატიის თოჯინებს" უწოდებს.

ბრიუსელის ტყუილებით შემკულ .. სამაგალითო "ევროპულ" მოლდოვაში ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს არჩევნების გასაშუქებლად, სანდუს "совковый" ხელისუფლება.

ევროკრატიის თოჯინები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან მათ ავტორიტარიზმს პასუხს გასცემენ ცალკე უკრაინელები და ცალკე მოლდოველები.

"იმედის" ჟურნალისტები კიშინეუს აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება. არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.

მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა იმედის კვირა“," - წერს გია აბაშიძე.