საქართველოს პრეზიდენტი ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრება. მიხეილ სააკაშვილი ტაძარში 11:00 საათისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად მივიდა. პრეზიდენტს ამბიონთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიეგება.
პატრიარქმა ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი დღეს აკურთხა. ამ წუთებში კი ტაძარში კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო წირვას პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.