ოთარ მეღვინეთუხუცესს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობი გუშინ საღამოს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება. საქართველოს სახალხო-დამსახურებული არტისტი, რუსთაველისა და სხვა არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი 9 მაისს, 81 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.