ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, "პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასასახელებლად საკმარისზე მეტი არგუმენტი გააჩნდა".
როგორც "პირWელს" ცისკარიშვილმა განუცხადა, მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად არა როგორც პრემიერმა, არამედ როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა წარადგინა.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არჩევანი არა პრემიერის მიერ, არამედ კოალიციის ლიდერის მიერ გაკეთდა, რადგან კანდიდატი გუნდიდან დასახელდა. მარგველაშვილის კანდიდატურა დამაჯერებელია. ის ნახევარ წელზე მეტია, რაც მინისტრის პოსტზე მუშაობს, მანამდე კი წლების განმავლობაში საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტიტუტის (ჯიპა) რექტორი იყო. მე მას სტუდენტობიდან ვიცნობ. გიორგი მარგველაშვილი ენერგიული, კულტურული, განათლებული და შესანიშნავი ოჯახის შვილია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კოალიციის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ნაადრევად მოხდა.
"შუა მაისში კანდიდატის დასახელება ადრე იყო, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა, მით უმეტეს, რომ მარგველაშვილი მინისტრის ფორმაში ახლახანს შევიდა და მას კიდევ ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.