პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის შეთავაზებულ თანამდებობაზე თავად ზურაბიშვილის თანხმობის შემთხვევაში ისაუბრებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად განხილვის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
"სალომე ზურაბიშვილი ჩვენი გუნდის წევრი არაა. მას ჰქონდა და აქვს გარკვეული მცდელობები, მე მასთან ადრეც მქონდა შეხვედრა და დღესაც შევხდი. რამდენჯერმე ადრე ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ საინტერესო იქნება მესამე ცენტრის ჩამოყალიბება. ამის შესახებ სხვა პოლიტიკოსებთან მქონდა საუბარი, თუმცა არა ქალბატონ სალომესთან, რადგან მას ამის სურვილი არ აქვს. თუ რაზე გვქონდა კონკრეტულად ჩვენ საუბარი, ამის შესახებ მე ღიად მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია განვაცხადო, თუ თავად ზურაბიშვილი იქნება თანახმა", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ "პირWელის" ინფორმაციით, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს კოალიცია "ქართული ოცნება" 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობას შესთავაზებს.