შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ ერთად, კოალიციით მივალთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია შენარჩუნდება, ვიდრე გარე ძალა არსებობს.
"ჩვენი წინასწარი საუბრით და ჩემი პირადი გადმოსახედიდანაც კი, კოალიცია შენარჩუნდება, ვიდრე გარე ძალა არსებობს რაღაც ტიპის მაინც და ჩემი აზრით, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ ერთად, კოალიციით მივალთ", - აღნიშნა პრემიერმა.
მან არც სხვა ვითარება გამორიცხა: თუ გარე ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" ზედმეტად დასუსტდება, რისი ალბათობაც, მისი აზრით, არსებობს და ამ დროს მესამე ძალა არ გამოჩნდება, რისი დიდი სურვილიც აქვს.