საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეძახილების ფონზე დატოვა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ, გიორგი გაბედავამ , რატი მაისურაძემ და ილიაუნის რამდენიმე სტუდენტმა პრეზიდენტის ესკორტი შეძახილებით გააცილეს.
"მკვლელო", - სკანდირებდნენ ისინი. ამასთან, მათ პრეზიდენტის ესკორტის მიმართულებით ხურდა ფული და ჰალსტუხი ისროლეს.
პრეზიდენტის ესკორტმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო უკვე დატოვა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
მიხეილ სააკაშვილის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდეტებთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს გუშინაც შეხვდა. სტუდენტების ნაწილმა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის დროსაც გამართეს.