შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ალექსანდერე ა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ნაგანი“–ს ტიპის რევოლვერი და 20 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).