შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს და ჩოხატაურის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ. ორი ადამიანის დაჭრისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა 3 მაისს ქალაქ ოზურგეთში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, „მაკაროვი“–ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით რევაზ მახარაძე და გელა კობალაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა წარსულში ოზურგეთის პურის ქარხნიდან დანის მუქარით 600 ლარი გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ზაზა მ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ჩოხატაურში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“–ს ტიპის პისტოლეტის 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების და ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 118-ე, 236-ე, 178-ე მუხლებით).