საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყოს .
როგორც ნადირაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, აღნიშნული ივანიშვილისთვის ხელსაყრელი რამდენიმე გარემოების გამოა.
"არ გამოვრიცხავ, რომ ახლა შეიძლება დასახელდეს დროებითი კანდიდატი, რომელიც შემდეგ შეიცვალოს. არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ ვიხილოთ ასეთი სცენარი _ საკუთარი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დააყენოს. შეიძლება ეს იყოს სტრატეგიაც. ივანიშვილს აქვს საკმაოდ ბევრი პრობლემა ბევრი მიმართულებით, მათ შორის მართვის კუთხით. მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლოს. ჯერ ერთი ესა არის 5 წლით არჩეული ინსტიტუტი და მეორე, ეს იძლევა შესაძლებლობას პასუხისგებლობა მუდმივად გადაიტანო სხვაზე და როცა რაღაცას ვერ აკეთებ, თქვა, რომ პრემიერი ცუდად მუშაობს, ცუდი მინისტრთა კაბინეტია და ა.შ", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა "გარკვეული სერიალის სახე მიიღო".