შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაის განცხადებით, საქართველო იყო ციხე, რომელსაც მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული. ამის შესახებ მოსკოვიდან თბილისში დღეს დაბრუნებულმა თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
თარგამაძე აცხადებს, რომ ის საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა.
"ჩამოვედი სახლში. ამ წლის განმავლობაში უკვე მესამედ ვიმყოფები საქართველოში", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არავითარი გეგმა არ აქვს.
მისივე თქმით, პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს.
"არ მაქვს სურვილი. მე რუსეთის მოქალაქე ვარ და როგორ უნდა ჩავატარო პოლიტიკური აქტივობა საქართველოში? არ ვაპირებ საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას", - აღნიშნა მან. თარგამაძე ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან არავითარი მოლაპარაკება არ აქვს.
"ნაკლებად ვადევნებს ამჟამად თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ვერ ვახერხებ, მუდმივად მივადევნო ყურადღება. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, მომწონს ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა", - განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა და დასძინა, რომ მოსწონს განხორციელებული ამნისტიაც, რადგან "ხალხი ტყუილუბრალოდ ჰყავდათ დაპატიმრებული".
"ჩემს დროს საქართველოში იყო 6300 პატიმარი იყო. სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მათი რაოდენობა 42 000-მდე აიყვანა. ასეთი რამ საქართველოს არც ერთ პერიოდში არ ყოფილა. კომუნისტების დროს 6800 პატიმარი იყო მაქსიმალური რიცხვი. წარმოგიდგენიათ? თითქმის 8-ჯერ იყო გაზდრილი პატიმართა რაოდენობა. ეს ხომ კატასტროფაა! ეს ხომ ქვეყანა აღარ იყო, ეს იყო ფაქტობრივად, ციხე, რომელსაც შემოვლებული ჰქონდა მავთულხლართები", - განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს იცნობს, თუმცა მას ამჟამად არ შეხვედრია.