მე ძველი რევოლუციონერი ვარ და როგორ შეიძლება შემაშინოს სასტვენის სტვენამ? ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის აუდიოჩანაწერი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა, რომელის ინფორმაციითაც, ჩანაწერი სოციალურ ქსელებში გავრცელდა. " ძალიან კარგად მესხმის ეს მეთოდოლოგია. მე თვითონაც გამომიყენებია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ და როგორ შეიძლება შემაშინოს სასტვენის სტვენამ? ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? მითხარით. 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი? ვაზაგაშვილი მოკლეს? იმიტომ, რომ ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად. მაგრამ ეს იყო იშვიათზე უიშვიათესი შემთხვევა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი თსუ-ში სტუნდეტებს დღეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა.