ამის შესახებ პრეზიდენტმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რა დროსაც უნივერსიტეტის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
შეხვედრის აუდიო და ვიდეო კადრები ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა და მას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
"მე ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგიაც და ეს მექანიკაც, თავადაც გამომიყენებია. მე ძველი რევოლუციონერი ვარ, როგორ შეიძლება, სასტვენის სტვენით შემაშინონ?! აი, ეს, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ორი ავტომატი ჰქონდა ვიღაცეების დასახოცად მიდიოდა, მაგრამ ეს იშვიათზე იშვიათი შემთხვევაა", - განაცხადა სააკაშვილმა.