საპატრულო პოლიციელთან დაპირისპირებისას ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

საპატრულო პოლიციელთან დაპირისპირებისას ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

საპატრულო პოლიციელთან დაპირისპირების დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პეკინის გამზირზე გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, ორი ქალბატონი ხილ-ბოსტნეულით დატვირთული ურიკით მოძრაობდა, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და გარევაჭრობა აუკრძალეს. ქალბატონების ინფორმაციით, ისინი ქუჩაში მოძრაობდნენ და გაჩერებულები არ ყოფილან. 

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთან დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

ექიმები შეუძლოდ მყოფ ქალბატონს სინჯავენ. ამასთან, პატრულის თანამშრომლები შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.