პრეზიდენტმა თსუ საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა

პრეზიდენტმა თსუ საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თსუ-დან იტყობინება. 

მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. უნივერსიტეტი პრეზიდენტმა უკანა შესასვლელიდან დატოვა და ავტომანქანაში ჩაჯდომამდე აქციის მონაწილეებს ხელის აწევით მიესალმა.

მელორ ვაჩნაძემ და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სხვა პირებმა პრეზიდენტის ესკორტი სტვენითა და შეძახილებით: "სააკაშვილი კურდღელია", "საქართველო სააკაშვილის გარეშე" გააცილეს.

მელორ ვაჩნაძემ მადლობა გადაუხადა იმ სტუდენტებს, რომლებმაც, მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.