პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მითვისების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მითვისების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მითვისების საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი , ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოსა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლებისთვის დააკავეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე თემურ ტაბატაძე და კიდევ რამდენიმე პირი. 

გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ ტაბატაძემ, არჩილ ხარშილაძესთან და თამაზ აბესაძესთან ერთად, სახელმწიფო ქონების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები დაუმზადა ნაზიკო აფციაურს, მანსურ ნამაზოვს, რამინ მუსაევს, გაბილ ჯულფაევსა და შურა ორუჯოვს. დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის გზით, აღნიშნული პირები მარნეულის რაიონში 130.4 ჰექტარ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ.

მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლით წარედგინათ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, შვიდ პირს პატიმრობა, ხოლო შურა ორუჯოვს გირაო- 5 000 ლარი შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.