ორგანიზაცია

ორგანიზაცია "იდენტობა" შს სამინისტროს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს

ორგანიზაცია "იდენტობა" მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფად შს სამინისტროს მიმართავს .

როგორც "იდენტობას" იურისტრმა ნინო ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვინმე გიორგი გაბედავას დაანონსებული აქვს, რომ დღევანდელ პრესკონფერენციას და 17 მაისის აქციას დაარბევს.

"ჩვენ სასტუმრო "რედისონში" გვაქვს პრესკონფერენცია. ღონისძიება ეხება 17 მაისს დაგეგმილ მშვიდობიან შეკრებას. ამავდროულად, ვინმე გიორგი გაბედავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელი უნდა შეგვიშალოს 17 მაისს აქციის განხორციელებაში და ჩვენი პრესკონფერენციის საწინააღმდეგო აქცია უნდა ჩაატაროს სასტუმროსთან. მე მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი, რომ ორივე ეს აქცია იქნება ძალადობრივი და ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებისა და აქციის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება ძალიან რეალური საფრთხე. ამიტომ, ვითხოვთ სახელმწიფოსგან შველას, დახმარებას და ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფას. სწორედ ამ განცხადებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს", - აღნიშნა ბოლქვაძემ.