სოზარ სუბარმა ახალგორის გამგებლის შეტყობინება წაიკითხა: ჩორჩანას  მოვლენების შემდეგ ჩაიკეტა ახალგორი, მანამდე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შესულიყვნენ სახლ-კარი მოენახულებინათ, მას შემდეგ ეს ამბავი შეწყდა

სოზარ სუბარმა ახალგორის გამგებლის შეტყობინება წაიკითხა: ჩორჩანას  მოვლენების შემდეგ ჩაიკეტა ახალგორი, მანამდე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შესულიყვნენ სახლ-კარი მოენახულებინათ, მას შემდეგ ეს ამბავი შეწყდა

დროებითი საგამოძიებო კომისიის მსვლელობისას, სადაც ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით შს ყოფილ მინისტრის გიორგი გახარიას გამოკითხვა მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, მიიღო შეტყობინება ახალგორის გამგებელ, გელა შერმადინისგან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავად ბრძანდებოდა აღნიშნულ საგამოძიებო კომისიაზე.

შერმადინის განცხადებით, სწორედ ჩორჩანას ეპიზოდის შემდეგ, ჩაიკეტა ახალგორი. შერეულ ოჯახებს აღარ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ახალგორის ტერიტორიაზე მოენახულებინათ ოჯახის წევრები. 

„გარდა იმისა, რომ  ეს 1 000 000 კვმ დაიკარგა ამ ამბების შემდეგ, დამატებით ჩორჩანას  მოვლენების შემდეგ ჩაიკეტა ახალგორი, ვერც ერთი ჩვენი მოქალაქე ვეღარ შედის და ვეღარ გამოდის, მანამდე ძალიან თავისუფალი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა  შესულიყვნენ სახლ-კარი მოენახულებინათ, ზოგს უფროსი ოჯახის წევრები იქ ჰყავდათ, შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მას შემდეგ ეს  ამბავი შეწყდა,“- წერს გელა შერმადინი. 

თეა წულუკიანის კითხვაზე ტყუოდა თუ არა  გელა შერმადინი, გახარიამ უპასუხა, რომ  ის არ ტყუოდა.