ოქტომბრამდე, შესაძლოა, პარლამენტში კენჭისყრაზე პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის საკითხი დადგეს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა , ამ საკითხის კენჭისყრამდე ყველა პროცედურა გავლილია.
"ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საერთო სახალხო განხილვის ფორმატში უკვე განხილულია არის პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა. შესაძლოა ამის, როგორც უკვე განხილული საკითხის ინიცირება მოხდეს და დადგეს კენჭისყრაზე", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, სხვა საკითხების განხილვა ოქტომბრამდე ვერ მოხერხდება.
"არ გვინდა დაჩქარებული წესით მივიღოთ რაიმე ცვლილება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.