შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ინიციატივით გამოდის. იგი სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებს უმოკლეს ხანში შეხვედრას სთავაზობს, სადაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი.
,,ბოლო პერიოდში სისტემატიური ხასიათი მიიღო კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქართველების დაკავებისა და გატაცების ფაქტებმა, რაც იმაზე მეტყველებს რომ ,მოლაპარაკებები სათანადოდ არ მიმდინარეობს. მოსახლეობის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მზად ვარ შსს–ს წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შევხვდე და ვისაუბროთ და ინფორმაცია გავცვალოთ შექმნილ ვითარებაზე. შეხვედრის აუცილებლობა ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რადგან ვითარებამ კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში კიდევ უფრო მძიმე ხასიათი არ მიიღოს,“ განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.
სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გუბერნატორს შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. მას იმედი აქვს, რომ შეხვედრა შედგება და შედეგიანი იქნება.