81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო , კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.
მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმში "დათა თუთაშხია" შესრულებულმა მთავარმა როლმა.
ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება, "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა", ასევე უამრავი როლი რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებში.