რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013-2014 სასწავლო წლებში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებისთვის 92 სტიპენდიას გამოყოფს.
ინფორმაციას ამის შესახებ რია-ნოვოსტის თბილისის ბიურო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტებს უფასო სწავლების პარალელურად სტიპენდიაც დაენიშნებათ და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებიან.
კანდიდატებს ასევე უფლება ექნებათ, მაგისტრატურაში და ასპირანტურაში ჩააბარონ, თუმცა ამისთვის მათ რუსულ ენაზე კვლევითი მასალა და პუბლიკაციების ნუხსა უნდა წარადგინონ.
საბუთების ჩაბარება რუსეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად აბიტურიენტებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით 10 ივნისამდე შეეძლება, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს კი -15 ივლისამდე.
ის უნივერსიტეტები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფასო სწავლის საშუალებას აძლევს რუსეთის ფედერაცია, რუსეთის 20-მდე ქალაქშია განთავსებული.