ბელგიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ მსოფლიოში ბრილიანტების ყველაზე მსხვილი გატაცება. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ბელგიის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ დიდძალი თანხა და რამდენიმე მოპარული ბრილიანტი აღმოაჩინა, რომელიც მძარცველებმა ბრიუსელის აეროპორტიდან გაიტაცეს.
ნიღბიანმა და პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 50 მილიონი ღირებულების ბრილიანტები ბრიუსელის აეროპორტიდან თებერვალში გაიტაცა. გამომძიებელთა თქმით, მძარცველებს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ქურდობისთვის სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდათ. მათი დაკავების სპეცოპერაციაში 300 პოლიციელი მონაწილეობდა.