FBI-ს დირექტორი რობერტ მიულერი საქართველოში სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
მისივე თქმით, FBI უზრუნველყოფს ამერიკელების დაცვას ტერორიზმის საფრთხისგან. სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით კი, რობერტ მიულერი რეგიონში საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს.
"რობერტ მიულერი რეგიონში ატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს სოჭის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფის მიზნით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე ინფორმაციით, რობერტ მიულერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შს საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, ასევე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.