პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნდობის ჯგუფში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თარგამაძე რამდენიმე თვეა პარამენტის სდომაზე არ გამოჩენილა.
"მას აქვს გარკვეული პრობლემები გადაადგილების ცნობილი მიზეზის გამო. ამიტომ, როგორ წარმოგიდგენიათ, ნდობის ჯგუფში შევიდეს ადამიანი, რომელსაც ვერ ვიხილავთ საქართველოში რამდენიმე თვე" , – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, ნდობის ჯგუფმა უნდა გააკონტროლოს უწყებების მუშაობა მათ შორის სახელმწიფო საიდუმლო საქმეები. "რეალური გივისგან აშენებული ქვეყანა ჩვენ ვნახეთ და ვირტუალური გივისგან როგორ გავაკეთოთ ნდობის ჯგუფი, არ ვიცი" – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ იგი დაინტერესდა იმით, საპატიო იყო თუ არა თარგამაძის გაცდენები.
"ეს გაცდენები საპატიოდ ჩავუთვალე და გადაწყვეტილება მივიღე, რომ ხელფასი არ დავუქვითო. ჩამოვიდეს საქართველოში და მზად ვართ ვისაუბროთ" , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.