ნათია მოგელაძის მოვალეობას გენერალური აუდიტორის მოადგილე თინათინ გოლეთიანი შეასრულებს

ნათია მოგელაძის მოვალეობას გენერალური აუდიტორის მოადგილე თინათინ გოლეთიანი შეასრულებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დავით აზმაიფარაშვილის მტკიცებით, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

როგორც "პირWელს" აზმაიფარაშვილმა განუცხადა, მოგელაძეს თანამდებობის დატოვების მიზეზები არ განუმარტავს.

"1 მაისს ნათია მოგელაძემ დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა მასში წასვლის მიზეზს არ განმარტავდა. მოგელაძის თხოვნა გენერალურმა აუდიტორმა 1 მაისსვე დააკმაყოფილა", - განაცხადა აზმაიფარაშვილმა.

მისივე თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე თინათინ გოლეთიანი შეასრულებს.

"თინათინ გოლეთიანი აქამდეც კურირებდა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ამიტომ მას სრული უფლება აქვს ამ სიტუაციაშიც წარმართოს მისი საქმიანობა", - განაცხადა აზმაიფარაშვილმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაინიშნება მოგელაძის შემცვლელი.