პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ბიზნესმენებთან შეხვედრების შედეგად, შრომის კოდექსის კომპრომისულ ვარიანტთან ახლოს ვართ".
ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"შრომის კოდექსში ცვლილებების რამდენიმე საკითხი რჩება შესათანხმებელი. 3 კვირაა ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს ბიზნესის წარმომადგენლებთან, უცხოელ ექსპერტებთან და კომპრომისთან ძალიან ახლოს ვართ. ის აჟიოტაჟი, რაც ამ კანონპროექტის ირგვლივ ატყდება ხოლმე დროდადრო, გასაგებიცაა, იმდენად მახინჯი კანონპროექტი დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კომპრომისთან. ბოლომდე ყველა კმაყოფილი ვერ იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქით, კანონპროექტში ძირითადი პარამეტრები დაცული იქნება და პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს.