საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისივე თქმით, სტატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი შანსია.