საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვედრას მართავს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება , შეხვედრას ესწრებიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კოალიცია "ქართული ოცნებიდან", ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.
ბიძინა ივანიშვილი დღეს აჭარის მთავრობის სახლში არჩილ ხაბაძესა და აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც შეხვდა. დღესვე, პრემიერი, სავარაუდოდ, აჭარის მწერალთა კავშირსაც ესტუმრება.