საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს შესახებ გაჟღერებული განცხადებები შეაფასა.
„საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ასეთი ძლიერი, დამოუკიდებელი სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი არასდროს ყოფილა. რაც ზელენსკიმ განაცხადა და რაც მუსირებს - რუსული თემა, სასაცილო რომ გახდა, აქაც პარალელის გავლება შემიძლია ტრამპთან. გაიხსენეთ საქართველოში, ისევე აქ [აშშ-ი] მისი [ტრამპის] მოწინააღმდეგეები რას იძახდნენ - ტრამპი ვისი კაცია და ვისი საშუალებით გახდა პრეზიდენტი. გამჟღავნდა, თუ ვისგან იყო ეს მართული ამ ინფორმაციის გავრცელება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ იგივე ნარატივით არის ეს რუსული თემა შემოტანილი. ამიტომ მიკვდება გული იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მოტყუებული და ჩართული ჰყავთ ამ პროცესებში.
ომის დაწყების პირველ დღეებში, როცა კიევი იბომბებოდა, თითზე ჩამოსათვლელი საელჩოს წარმომადგენლები დარჩნენ მაშინ კიევში და ერთ-ერთი იყვნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და რა იკადრა ამ ადამიანმა [ზელენსკიმ] - გააძევა საქართველოს ელჩი ქვეყნიდან, რომელიც მაშინ დარჩა კიევში, როდესაც ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე იყო“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.