შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს მინისტრს სამსახურის საქმიანობის, კერძოდ, სახანძრო-სამაშველო ძალების, ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სხვა დეპარტამენტების მუშაობის შესახებ, სრული ინფორმაცია წარედგინა. საუბარი ასევე შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
გეკა გელაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვა, გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.