ბოკუჩავასა და სანიკიძის განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ისინი სრულად აცნობიერებენ რეალობას - უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის არ გაუქმდება. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ისინი შეცვალონ მესიჯბოქსი და გადაიყვანონ რიტორიკა იმაზე, რომ სანქციები უნდა შეეხოს მხოლოდ ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ეს ცვლილება პოლიტიკურ მერკანტილიზმს უსვამს ხაზს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ბოკუჩავასა და სანიკიძის ქცევა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ მანევრად, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის სტრატეგიულ პერსპექტივას, არამედ პარტიული სარგებლის მოპოვებას.
„ბოკუჩავასა და სანიკიძის განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ისინი სრულად აცნობიერებენ რეალობას - უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის არ გაუქმდება. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ისინი შეცვალონ მესიჯბოქსი და გადაიყვანონ რიტორიკა იმაზე, რომ სანქციები უნდა შეეხოს მხოლოდ ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ეს ცვლილება პოლიტიკურ მერკანტილიზმს უსვამს ხაზს: წარსულში, როცა თავად ითხოვდნენ უვიზოს შეჩერებასა და კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას, მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, ახლა კი, როდესაც ხვდებიან, რომ ასეთი სცენარი არ რეალიზდება, ცდილობენ აიღონ პოლიტიკური დივიდენდი და თავი „მოქალაქეების დამცველებად წარმოაჩინონ.
ოპოზიცია საკუთარ სტრატეგიას მთლიანად აწყობს გარე ფაქტორებზე, მაშინ, როცა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის ამოსავალ წერტილს ეროვნული ინტერესები უნდა წარმოადგენდეს!
ბოკუჩავასა და სანიკიძის ქცევა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ მანევრად, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის სტრატეგიულ პერსპექტივას, არამედ პარტიული სარგებლის
მოპოვებას. ეს ხაზს უსვამს მათ პოლიტიკურ განწყობას: ნაცვლად თანმიმდევრული ხედვისა, ისინი ნებისმიერ ვითარებას იყენებენ საკუთარი მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლისთვის, მაშინ როცა საქართველოსთვის გადამწყვეტია გრძელვადიანი, სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკა ევროპულ მიმართულებაში.“ - წერს ჩიხელიძე.