ე.წ.

ე.წ. "კანონიერ ქურდი" კახაბერ შუშანაშვილი სარაგოსას ციხიდან გაათავისუფლეს

ე.წ. "კანონიერ ქურდი" კახაბერ შუშანაშვილი სარაგოსას ციხიდან გაათავისუფლეს.

რადიო "დოიჩე ველეს" რუსული სამსახურის ცნობით, სასამართლოს განაჩენის მოლოდინში ესპანეთში, სარაგოსას ციხეში გატარებული 3 წლის შემდეგ შუშანაშვილი გაათავისუფლეს, ვინაიდან გამოძიებამ მის წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებების დროულად შეგროვება ვერ შეძლო.

კახაბერ შუშანაშვილი, იგივე "კახა რუსტავსკი", რომელსაც ესპანური მედია "ქართულ-რუსული მაფიის მსხვილ ავტორიტეტად’’ მოიხსენიებს, ფორმალურად 50 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა იურისტების ვარაუდებენ, რომ სასამართლო, შეიძლება, საერთოდ, არ გაიმართოს. მიზეზი იგივეა – არასაკმარისი მტკიცებულებები.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის შუშანაშვილი, რომელიც ესპანეთის პოლიციამ 2010 წელს ბარსელონაში დააკავა, ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობას კურირებდა.