იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, 15:14 საათზე გადმოვიდა.
კუვუკლიაში შესვლის წინ პატრიარქი განიმოსა, სადღესასწაულო შესამოსელი განიძარცვა და კვართით ხელში დარჩა. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის პატრიარქმა საგანგებო ლოცვები აღასრულა.
იერუსალიმში მომლოცველთა ჯგუფი საქართველოდანაც იმყოფება და ისინი წმინდა ცეცხლას გვიან ღამე ჩამოაბრძანებენ.