შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მათე გ. ახალციხეში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული „ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ახალციხის ბაზრის ტერიტორიაზე მათე გ-სგან საბრძოლო მასალის ამოღებისას ბრალდებულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, რა დროსაც ის დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით). გამოძიებას აწარმოებს ახალციხის რაონული სამმართველო.