შს სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში სასოფლო-სამეურნეო ბართებთან დაკავშირებით დაკავებული პირებისთვის ბრალის წაყენების პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ჯერ უცნობია, რა მუხლებით წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს.
"თუ რაში გამოიხატება ზუსტად ჩადენილი დანაშაული, ამას გავიგებთ ბრალის წარდგენის შემდეგ", - განაცხადა ხაჟალიამ.
ამასთან, როგორც დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორი დღის წინ დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფორისი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ ცეცვაძე, ასევე აგრარული უნივერისტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა. როგორც შსს იუწყება დაკავებული პირები განსაკუთრებული დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით არიან დაკავებული.
ამასთან, აღნიშნული დაკავებების შემდეგ თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ.