შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს საზღვრის კვეთისას დააკავეს. დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 6,08 გრ ნარკოტიკული საშუალება 1,88 გრამ „ჰეროინს“ შეიცავს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ ოლეგ ე. სისხლში „ოპიუმი“–ს კვალი აღმოაჩინა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვა–გადაზიდვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს (სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).