The New York Times: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რამდენიმე ფედერალურ პროკურორს დაავალა, მოამზადონ გეგმები ჯორჯ სოროსის ფონდის მიმართ გამოძიების დასაწყებად

The New York Times: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რამდენიმე ფედერალურ პროკურორს დაავალა, მოამზადონ გეგმები ჯორჯ სოროსის ფონდის მიმართ გამოძიების დასაწყებად

როგორც გაზეთი The New York Times-ი იუწყება შიდა დირექტივაზე დაყრდნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რამდენიმე ფედერალურ პროკურორს დაავალა, მოამზადონ გეგმები ჯორჯ სოროსის ფონდის მიმართ გამოძიების დასაწყებად.

გამოცემის ინფორმაციით, დირექტივა შეიცავს მითითებებს, რომ განიხილონ შესაძლო ბრალდებების ფართო სპექტრი, მათ შორის რეკეტი, თაღლითობა და ტერორიზმის მატერიალური მხარდაჭერა.

დოკუმენტს ხელს აწერს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ტოდ ბლანშის აპარატის იურისტი და ის გაგზავნილია საოლქო პროკურორებთან კალიფორნიაში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, დეტროიტსა და მერილენდში.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ეს დირექტივა შეიძლება მიუთითებდეს უწყების ხელმძღვანელობის მზადყოფნაზე, შეასრულოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნები, რომელიც მანამდე ღიად მოუწოდებდა სოროსისა და მისი თანამოაზრეების სისხლისსამართლებრივი დევნისკენ.

გაზეთი წერს, რომ მანამდე აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურმა მილიარდერი კვლავ დაადანაშაულა რადიკალური საპროტესტო აქციების“ მხარდაჭერაში და განაცხადა, რომ ის გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩნდეს“.

Open Society Foundations-ში კი ამ ბრალდებებს უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევებს სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

ფონდის საქმიანობა, მათი თქმით, მიმართულია მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებისა და კონსტიტუციური თავისუფლებების დაცვისკენ“.