თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე–2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტომფსონი“–ს სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კალაშნიკოვი“–ს სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).