ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 22 წლისთავთან დაკავშირებით საჩვენებელი საველე ტაქტიკური სწავლება - "ისარი 013" გაიმართება.
საჩვენებელი სწავლება 11.00 საათზე დაიწყება და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და აღმსარულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ნაწილი წვრთნაში "ისარი 013" საკუთარ შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტექნიკით მიიღებს მონაწილეობა.
სამხედროები სპეციალური ოპერაციების ძალების შერჩევის ეტაპებსაც აჩვენებენ, შემდეგ ჩასაფრების, ძებნის, გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ამოცანებს განახორციელებენ.
"ისარი 013" საჰაერო ბრიგადეს ესკადრილიაც იქნება ჩართული, ასევე, მასში მონაწილეობას მიიღებს პირველი საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო ბატარეა.