ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა სირიის პრობლემის დასარეგულირებლად გადამწყვეტი ზომები მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტების ადმინისტრაციები ავრცელებენ.
რუსული მხარის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მუდმივ კონტაქტზე არიან და სირიის პრობლემატიკის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადაგმას ცდილობენ.