პარლამენტის თვამჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მივა თუ არა პარლამენტში.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ოფიციალურად ჯერ არავის უცნობებია, პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, ეწვევა თუ არა ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
"პრეზიდენტი გადაწყვეტს მივა თუ არა პარლამენტში. პარლამენტმა შეასრულა ის სიტყვა, რაც თავის დროზე ამ თემაზე თქვა, პარლამენტმა ბრძანა, რომ ვიდრე პრეზიდენტი და მისი გუნდი არ ჩამოყალიბდებოდა იმ საკითხზე, პრეზიდენტი პარლამენტს საერთოდ ანგარიშს უწვეს თუ – არა, იქამდე პრეზიდენტს ვერ მოვუსმენდით; მერე გახსოვთ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენი მოსაზრება; უნდა ვთქვათ ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთანავე, ჩვენ გამოვთქვით, მზადყოფნა, მოგვესმინა პრეზიდენტისთვის; ეს შეთავაზება ძალში რჩება; ჩვენ ვუმასპინძლებთ პრეზიდენტს, მოვუსმენთ და ვთხოვთ, თავადაც მოგვისმინოს და თუ ქვეყნის პირველი პირი პარლამენტში მოსვლას არ აპირებს, ამაზე ალბათ, თავად გააკეთებს განმარტებას. ჩემთვის ოფიციალურად მისი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არაა", - განაცხადა უსუფაშვილმა.