ნატოს- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჰიუ ბეილის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანებაში რუსეთი ან სხვა ვინმე საქართველოს ხელს ვერ შეუშლის.
ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველო სვამს შეკითხვას, თუ როდის მოხდება ნატო-ში ინტეგრაცია. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ნატო-ს საპარლამენტო ასამბელის სახელით გიდასტურებთ, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა. მაგრამ არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ დასამუშავებელია. იმედია, ამ საკითხების გადასაჭრელად ვითანამშრომლებთ. ნატო-ს წევრობა დამოკიდებულია კვალიფიკაციებზე, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო ბევრ კვალიფიკაციას აკმაყოფილებს. ამმხრივ, ერთ-ერთი უმინიშვნელოვანესია, ISAF-ის მისიაში საქწართველოს მონაწილეობა. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით", - განაცხადა ბეილმა.
მისივე თქმით, იგი მიესალმება, საქართველოს კონსტრუქციულ მიდგომას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
"ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, თუ როდის მოხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ კუთხით, ალიანსის პოზიცია ურყევია. ნატო-ში გაწევრიანებაში რუსეთი ან სხვა ვინმე საქართველოს ხელს ვერ შეუშლის", - აღნიშნა მან.