პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გადახედვა ხდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა.
"ბათუმში შევქმენით ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც წელს სტუდენტები უნდა მიეღო. იდეა იყო, რომ კავკასიაში ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე თანამედროვე შენობა უნდა ყოფილიყო. ეს იყო საქართველოს მომავლის განვითარების სიმბოლო, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ამ გრანდიოზული შენობიდან უნივერსიტეტს გამოასახლებენ და შიგნით ჩააასახლებენ ბათუმის არაფრისმაქნის მერიას. ეს დაახლოებით ისეთია, ნიუ იორკის თავისუფლების კოშკში მანჰეტენის გამგეობა რომ შეასახლონ. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, როგორ ხდება გადახედვა მთავარი პროგრესის, რაც არის მიღწეული საქართელოში", - აღნიშნა სააკაშვილმა.