სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით,
"ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით ჯვარს ქმნის".
ამის შესახებ უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ უფალს ყოველ დღეს ვთხოვთ მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვადიდოთ უფალი. ჩვენი ცხოვრებით უნდა შევქმნათ ჯვარი – სწრაფვა უფლისაკენ, ეს არის ვერტიკალი და სწრაფვა ხალხისკენ, ეს არის ჰორიზონტალი. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც თავის ცხოვრებით ქმნის ჯვარს", - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია და იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად მიმავალი ჯგუფი დალოცა.