იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “მოსამართლეებისთვის კოტე კუბლაშვილი არავითარი იმუნიტეტი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება”.
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის იმ შეხვედრის შეფასებისას განუცხადა, რომელიც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებთან გამართა.
"ბატონი კუბლაშვილი დიდი მოგზაურივით დადის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ხვდება მოსამართლეებს და ეუბნება ერთ მარტივ რამეს: თუ მოსამართლეები არ შეიკრიბებიან მის გარშემო, მათ ელით გარედან საფრთხე. მინდა, ცალსახად განვაცხადო და საქართველოს მოსამართლეთა კორპუსს ვუთხრა, რომ კოტე კუბლაშვილი მათთვის არავითარი ტიპის იმუნიტეტი არ არის და ვერც ვერასდრო იქნება. მოსამართლეებისთვის იმუნიტეტი გადის სიმართლეზე და იმ კონფერენციაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ თავისუფალ პირობებში", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, თანამდებობაზე უვადო დანიშვნა ყველა მოსამართლისთვის სასურველია. როგორც მან დღეს დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მის პროექტს მხარს ყველა მოსამართლე უჭერს.