უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, უვადოდ დანიშვნა ყველა მოსამართლისთვის სასურველია. ამის შესახებ კუბლაშვილმა ქუთაისის სააპალაციო სასამართლოში დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე კუბლაშვილმა მოსამართლეებთან სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. "ის, რაც ყველა მოსამართლისთვის არის ძალიან სასურველი, არის მათი უვადოდ დანიშვნა. საუბარია არა მხოლოდ ის მოსამართლეებზე, რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნებიან, არამედ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნაზე უვადოდ. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ამ საკითხში მოსამართლეთა მხარდაჭერა აქვს ჩვენს პროექტს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.